SoloQuest არის სრულად დაფინანსებული პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-საგან, რომელიც შექმნილია ბიზნესით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
Udemy.com-თან, წამყვან ონლაინ სასწავლო პლატფორმასთან პარტნიორობით, ეს პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიღრმავონ ცოდნა შესაბამის სფეროებში.
SoloQuest-ს აქვს თქვენს საჭიროებებზე მორგებული კურსები:
ტექნოლოგიები:
ხელოვნური ინტელექტი
ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
მონაცემთა მეცნიერება და ანალიტიკა
დევოპსი
ციფრული ტრანსფორმაცია
ვებ დეველოპმენტი
ბიზნესი:
ცვლილებების მართვა
კომუნიკაცია
კონფლიქტების მართვა
ფინანსები
ადამიანური რესურსები / ტალანტების განვითარება
ინოვაცია და ზრდის სტრატეგიები
ლიდერობა
მარკეტინგი
პერსონალური განვითარება
პროდუქტის მართვა
პროექტის მართვა
გაყიდვები
რბილი უნარები
პროგრამის უპირატესობები:
სასწავლო მიმართულებებში ყველა კურსი შერჩეულია პროფესიონალი პრაქტიკოსების მიერ
კურსები დისტანციურ ფორმატშია ხელმისაწვდომი, შესაბამისად თავად არჩევთ სწავლების თქვენის მისაღებ ტემპს
თითქმის ყველა კურსს აქვს სასწავლო მასალების რეპოზიტორია და ამ კურსისთვის განკუთვნილი ფორუმი, სადაც თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმასა და სხვა სტუდენტებთან დისკუსიას შეძლებთ
გარდა შერჩეული მიმართულებაში არსებული კურსებისა, შეგიძლიათ უსასყიდლოდ აირჩიოთ და ისწავლოთ 22,000-ზე მეტი კურსიდან. დამატებითი კურსების რაოდენობა შეზღუდული არ არის