SOLO QUEST

პროექტის შესახებ:

  • SoloQuest არის სრულად დაფინანსებული პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-საგან, რომელიც შექმნილია ბიზნესით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. 
  • Udemy.com-თან, წამყვან ონლაინ სასწავლო პლატფორმასთან პარტნიორობით, ეს პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიღრმავონ ცოდნა შესაბამის  სფეროებში.
  • SoloQuest-ს აქვს თქვენს საჭიროებებზე მორგებული კურსები:

ტექნოლოგიები:

  • ხელოვნური ინტელექტი
  • ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
  • მონაცემთა მეცნიერება და ანალიტიკა
  • დევოპსი
  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • ვებ დეველოპმენტი

ბიზნესი:

  • ცვლილებების მართვა
  • კომუნიკაცია
  • კონფლიქტების მართვა
  • ფინანსები
  • ადამიანური რესურსები / ტალანტების განვითარება
  • ინოვაცია და ზრდის სტრატეგიები
  • ლიდერობა
  • მარკეტინგი
  • პერსონალური განვითარება
  • პროდუქტის მართვა
  • პროექტის მართვა
  • გაყიდვები
  • რბილი უნარები

პროგრამის უპირატესობები:

  • სასწავლო მიმართულებებში ყველა კურსი შერჩეულია პროფესიონალი პრაქტიკოსების მიერ
  • კურსები დისტანციურ ფორმატშია ხელმისაწვდომი, შესაბამისად თავად არჩევთ სწავლების თქვენის მისაღებ ტემპს
  • თითქმის ყველა კურსს აქვს სასწავლო მასალების რეპოზიტორია და ამ კურსისთვის განკუთვნილი ფორუმი, სადაც თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმასა და სხვა სტუდენტებთან დისკუსიას შეძლებთ
  • გარდა შერჩეული მიმართულებაში არსებული კურსებისა, შეგიძლიათ უსასყიდლოდ აირჩიოთ და ისწავლოთ 22,000-ზე მეტი კურსიდან. დამატებითი კურსების რაოდენობა შეზღუდული არ არის