საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ორგანიზებით ტარდება პრე-აქსელერატორის პროგრამა სამ ლოკაციაზე:
- სამეგრელო
- რაჭა-ლეჩხუმი
- სვანეთი
პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.
ამ რეგიონის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართება UG Startup Factory -ში, მაისის ბოლომდე, ყოველ სამშაბათს 17: 00 საათიდან – 21:00 საათამდე.

