2025 წლის შემოდგომის დემო დღეც შედგა! მონაწილეებმა გაიარეს განახლებული 2 თვიანი ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დახვეწეს და განავითარეს თავიანთი სტარტაპ იდეები. განახლებული ფორმატი პროგრამის მიმდინარეობისას სპიკერ სესიების აქტიურ ინტეგრირებას მოიაზრებდა. სესიები ჩაატარეს სხვადასხვა სფეროს მოწინავე ლიდერებმა სტარტაპებთან დაკავშირებულ აქტუალურ და საჭირო თემებთან დაკავშირებით. მაგალითად: “ტექნოლოგია ცვლილებებისთვის: როგორ იზრდება იდეა გლობალურ სტარტაპად”, “ბიზნეს პროდუქტის განვითარება”, “იურიდიული საკითხები სტარტაპ სამყაროში”, “Founder motivation”, “Future navigation”, “The Art of Storytelling” და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შემოდგომის სემესტრში რეკორდული შედეგები დაფიქსირდა: დარეგისტრირდა 550-მდე მონაწილე, ჩამოყალიბდა 70 გუნდი, გაიმართა 18 დამატებითი აქტივობა, დემო დღეზე წარდგა 16 გუნდი, ხოლო 10,000-10,000 ლარით, ტრადიციულად, 5 გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა. გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან:
- Safetics – “UG-ის Startup Factory-მ დაგვანახა, თუ რა გზას გადის სტარტაპი იდეიდან მზა პროდუქტამდე და გვასწავლა, თუ როგორ უნდა გვექცია ჩვენი იდეები რეალურ პროდუქტებად, რომლებსაც შემდგომ ადამიანები გამოიყენებდნენ ყოველდღიურად, კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენთვის პროექტში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება მნიშნელოვანი იყო, რათა მეტად დაგვეჯერებინა ჩვენი იდეის და მოტივაცია მოგვცემოდა, გაგვეხორციელებინა იგი. სიხარულთან ერთად გამარჯვება მეტად საპასუხისმგებლოა, თუმცა გვჯერა, რომ Startup Factory-ისთან ერთად შევქმნით პროდუქტს, რომელიც მრავალი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ.”
- TourSpace – “TourSpace-მა გაიმარჯვა პრე-აქსელერაციის პროგრამაში და მიიღო პირველი ინვესტიცია. პროგრამის გამოცხადებისას იდეა ჩანასახოვან ეტაპზე იყო, თუმცა პროცესში მივიღეთ ძალიან ღირებული მენტორინგი და უკუკავშირი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეგვიცვალა ხედვა, დაგვეხმარა კონცეფციის დაზუსტებაში, ბიზნეს-მოდელის გამყარებასა და MVP-ის მკაფიოდ ჩამოყალიბებაში. UGSF-ის პროგრამამ მოგვცა იდეაზე მუშაობის პრაქტიკული ცოდნა და ინვესტორებთან წარდგენის გამოცდილება, რაც უკვე გვეხმარება და მომავალში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაშიც გამოგვადგება. გამარჯვება ჩვენთვის ძლიერი მოტივაციაა, ხოლო მოლოდინი – მიღებული მხარდაჭერით სწრაფად დავასრულოთ MVP, გავუშვათ ტესტირება და მოვემზადოთ მასშტაბირებისთვის.”
- Nexus – “UGSF-ის სტარტაპ პროგრამამ მოგვცა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე სწორი მიმართულება, პრაქტიკული მენტორობა და შესაძლებლობა, იდეა რეალურ პროდუქტად გვექცია. პროგრამის მხარდაჭერით შევძელით MVP-ის განვითარება და პირველი რეალური ნაბიჯების გადადგმა სასურველი ბაზრისკენ. ჩვენთვის ეს გამარჯვება დიდი მოტივაციაა და გვაძლევს მყარ საფუძველს მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო ამბიციური შედეგების მისაღწევად.”
- Readya.me – “გამარჯვება მოითხოვს მუდმივ მცდელობას, მოთმინებასა და მარცხის შემდეგაც წინსვლას. ამ გზაზე გამოვცადეთ ბევრი შესაძლებლობა: ვმონაწილეობდით სტარტაპ ივენთებში, სხვადასხვა პროგრამაში, ვხვდებოდით გამოცდილ ადამიანებს და ვიღებდით ღირებულ რჩევებს. UG Startup Factory · Lean Launchpad Pre-Acceleration ჩვენთვის 3-თვიანი ინტენსიური და პრაქტიკული გამოცდილება იყო, სადაც არა მხოლოდ ვისწავლეთ, არამედ რეალურად გამოვცადეთ ჩვენი იდეა, დავხვეწეთ ბიზნეს-ლოგიკა და მივიღეთ მხარდაჭერა, რომელმაც დაგვანახა, რომ ჩვენი ხედვა მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი შრომა კი ნამდვილად ღირებული.”
- VoN BIODESIGN – “UG Startup Factory’s pre-acceleration program provided us with structure, mentorship, and practical tools to validate our idea and turn it into a scalable business. The program helped us sharpen our strategy, understand our market more deeply, and build with a clear execution mindset. Winning is a strong validation of our work so far and motivates us to raise our standards even higher. It sets clear expectations for growth, discipline, and impact. UG Startup Factory played a critical role in our success by creating an environment that pushed us to think bigger, move faster, and operate like real founders, not just idea holders. With VoN BIODESIGN Georgia can now lead the biotech revolution, not just follow it!”
2025 წლის შემოდგომის დემო დღეს მხარს უჭერდნენ: Smart Academy, Lingwing, Forbes, GenofIt.
