Demo Day | Spring, 2025

0

22 ივლისს საქართველოს უნივერსიტეტში StartUp Factory-ის დემო დღე გაიმართა, სადაც 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მონაწილეებმა გაიარეს 3 თვიანი პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში მენტორებთან ერთად ჩამოაყალიბეს და დახვეწეს თავიანთი იდეები და წარუდგინეს კვალიფიციურ ჟიურის.

50,000 ლარიანი ფონდის მფლობელი გუნდები გახდნენ:

  1. Sportflow – Sportflow არის სპორტული კლუბების შიდა პროცესებისა და ჩემპიონატების/ლიგის მენეჯმენტის პლატფრომა, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშის ბარათის დიჯიტალიზაციას, ტურნირებისა და მატჩების ორგანიზებას, მონაცემთა მართვასა და ავტომატურ AI ანალიზს როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო ლიგებისთვის.
  1. RECroute – RECroute დასაქმების პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს. პლატფორმაზე კანდიდატები შექმნიან პროფილებს, სადაც სივისთან ერთად შეძლებენ ვიდეოს ატვირთვას. დამსაქმებლები კი მოახერხებენ მათ პოვნას ვაკანსიის განთავსებითა და/ან ფილტრების გამოყენებით. პლატფორმა All in one ტიპისაა, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო ნაბიჯს კადრის ძიებიდან პირველ ინტერვიუმდე.
  1. Virtual Story –  Virtual Story ქმნის ციფრულ ინტერაქტიულ გემიფიცირებულ წიგნებს, რომლებიც ავითარებენ კრეატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებას. სტარტაპი სწავლის პროცესს ხდის უფრო სახალისოსა და ეფექტურს ახალგაზრდა თაობებისთვის და არის ეკრანთან გატარებული პასიური დროის ჯანსაღი, უსაფრთხო და საგანმანათლებლო ალტერნატივა.
  1. Booksy – Booksy არის წიგნის მოყვარულებისთვის ყოველთვიური სიურპრიზის ყუთი, სადაც გხვდება შენთვის შერჩეული წიგნი, თემატური აქსესუარები და საჩუქრები, რომლებიც კითხვის პროცესს უფრო სასიამოვნოსა და განსაკუთრებულს ხდის.
  1. ReverAI – Reverai 6-დან 16 წლამდე მოზარდებისათვის განკუთვნილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით მათ განვითარებას უზრუნველყოფს. ასაკზე მორგებული გაკვეთილები ბავშვებს ეხმარება AI-ის გაგებასა და კრეატიული, პასუხისმგებელი უნარების ათვისებაში.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: Smartfish Academy, დამნაშავის ლოგიკა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.